ამერიკის საელჩოში გასაუბრებაზე გასვლისას საჭირო საბუთები:

 

მწვანე ბარათის გამარჯვების შემთხვევაში გასაუბრებაზე უნდა მიიტანოთ შემდეგი საბუთები (ყველა საბუთი უნდა იყოს ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ასევე ამ საბუთის ბეჭდებიც, სახელი და გვარი უნდა ემთხვეოდეს პასპორტში მითითებულ სახელ და გვარს, ასევე უნდა იყოს ქართული ნოტარიუსის მიერ დამოწმებული თარგმანი), საჭიროა ყველა გასაუბრებაზე გამსვლელისთვის:


1. პირადობის მოწმობა + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება).


2. ახალი ბიომეტრიული პასპორტები, მოქმედი ვადით + 2 წელი მინიმუმ + მისი ქსეროასლი.


3. დაბადების მოწმობები + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება).


4. ქორწინების მოწმობა – თუ ცოლი გყავთ, თუ გაშორდით – განქორწინების მოწმობა + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)


5. ბიჭისთვის სამხედრო ბილეთი ან ცნობა რომ სამხედრო ვალდებული არ ხართ (18 წლის ზემოთ) + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)


6. ვინც მოიგო – იმის 11 კლასის ატესტატი ან დიპლომი, ან ორივე – ჯობია + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)


7. ნასამართლეობის ცნობა 2–3 კვირის ცნობა, აიღეთ თბილისში, ქავთარაძის 5–ში, შსს–ში (16 წლის ზემოთ), ასევე ეს ცნობა იმ ქვეყნიდან სადაც ცხოვრობდით 6 თვეზე მეტი 16 წლის შემდეგ, აიღეთ ამ ქვეყნების საელჩოებში + (თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)


8. საჭიროა ასევე გქონდეთ ცნობა, რომ თქვენ გაქვთ უძრავი ან მოძრავი–ავტომობილი ქონება, სასურველია დადოთ ბანკში 3.000 ან 4.000 დოლარი და აიღოთ ბანკის ცნობა, რომ თქვენ გიდევთ ეს თანხა საბანკო ანგარიშზე, ვიზას როდესაც მიიღებთ შემდეგ ეს თანხა შეგიძლიათ მოხსნათ ანგარიშიდან,  ცნობაში მიუთითონ თქვენი სახელი, გვარი და თქვენი პირადი ნომერი, ასევე შეგიძლიათ, ვისთანაც მიდიხართ ამერიკაში იმას გამოაგზავნინო ეს შევსებული ანკეტა – Affidavit of Support -http://www.immihelp.com/visitor-visa/sampl...upport-form.pdf , http://www.visapro.com/Download/INS-Form-I-134.pdf ან იქ სამსახური თუ გელოდებათ ეს გამოგიგზავნონ – Job Offer, სასურველია საბანკო ანგარიშზე თანხა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომ შენს სახელზეა ბინა ან ურავი ან მოძრავი ქონება + (თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
ამ საბუთების ჩამონათვალი ნახეთ ამ ვებ გვერდზე: http://www.greencard.by/lottery/interview/


9. წერილი (რომელშიც წერია რომ გიბარებენ გასაუბრებაზე) კენტუკის ცენტრიდან.

სანამ თქვენ გახვალთ გასაუბრებაზე თქვენ უნდა გაიაროთ სამედიცინო შემოწმება, ყველა ვინც გადის გასაუბრებაზე და იღებს საიმიგრაციო ვიზას, ის გადის სამედიცინო შემოწმებას თბილისში, არაყიშვილის 2–ში, კლინიკა ციტო, დარეკეთ ამ ნომერზე ტელ. 251948 და ჩაეწერეთ. ამ სამედიცინო შემოწმების რეზულტატები გაიგზავნება პირდაპირ ამერიკის საკონსულოში თბილისში. შემოწმება ჯდება საშუალოდ150–200 დოლარი თითო ადამიანის.

როდესაც გექნებათ ყველა საბუთი წესრიგში დარეკეთ ამერიკის საკონსულოში ნომერზე (2–4 დღით ადრე): 277724 , უთხარით თქვენი სახელი და გვარი და დაგიბარებენ გასაუბრებამდე და მიუტანეთ ყველა საჭირო საბუთი, ასევე აუცილებელია თქვენ ჰგქონდეთ იმ პიროვნების (გრინ კარტის ან ამერიკის მოქალაქის) ვისთანაც თქვენ ჩადიხართ ამერიკაში იმის ზუსტი სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონი. ეს ყველაფერი დაუტოვეთ საკონსულოში და შემდეგ დანიშნულ დღეს მიდით ვიზის თანხით (830 დოლარი) ინტერვიუზე საკონსულოში (ანუ საბუთები მანამდეც შეგიძლიათ დაუტოვოთ ამერიკის საკონსულოს – გასაუბრებამდე), ვისთანაც ჩადიხართ ამერიკაში იმის სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონი აუცილებელია.

როცა გახვალთ საკონსულოში გასაუბრებაზე თქვენ უნდა გადაიხადოთ თითო ადამიანის 820–850 დოლარი ვიზის თანხა, გასაუბრებაზე არ ინერვიულოთ იმიტომ რომ ვიზის მიღების შანსია 99,9999% –ია. მიიტანთ თქვენს საბუთებს + ორიგინალებს, შემდეგ დადებთ ფიცს, რომ ამერიკის პატრიოტი იქნებით და საბუთებიც სწორია და რთულ დღეს გვერდში დაუდგებით, შემდგომ გეტყვიან რომ გამოგიგზავნიან პასპორტს სახლის მისამართზე თავის 6 თვიანი ვიზით, აუცილებლად უნდა უთხრათ თენქ იოუ, ანუ ინგლისურად მადლობა. ინგლისურის ცოდნა არ არის აუცილებელი, მაგრამ ელემენტარული უმჯობესია იცოდეთ.

 

 


მწვანე ბარათის გათამაშება

დაგვიკავშირდით

  • T: 568 15 15 09
  • E-mail: info@greencardgeo.ge
  • მის: ვაჟა ფშაველას 11ბ
  • (მეორე კვარტალი)