მწვანე ბარათის გათამაშების ახალი სარეგისტრაციო პერიოდი – DV-2019

 

 

  მოგეხსენებათ მწვანე ბარათის გათამაშების სარეგისტრაციო პერიოდი  ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის დასაწყიში.


წლევანდელ წელსაც ჩვეულ დროს 2017წლის 3 ოქტომბერს დაიწყო და უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 7 ნოემბერს, თუმცა 9 ოქტომბერს მოხდა ტექნიკური პრობლემა და შეწყდა რეგისტრაციის ფორმა. ხუთი დღის განმავლობაში ოფიციალური ინფორმაცია არ  ვრცელდებოდა თუ რა პრობლემა მოხდა. ზოგი ამბობდა, რომ ეს იყო არაოფიციალურად გათამაშების შეწყვეტა, თუმცა 15 ოქტომბერს ამერიკის საელჩომ დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, რომ სატზე იყო ტექნიკური პრობლემა და რეგისტრაციის განახლება მოხდება 2017 წლის 18 ოქტომბერს (ჩვენი დროით 19 ოქტომბერს) და დასრულდება 2017 წლის 22 ნოემბერს.


ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !


გაითვალისწინეთ, რომ ოფიციალურ განცხადებაში მკაფიოდ და გარკვევით არის მითითებული, რომ ვინც უკვე გაიარა რეგისტრაცია 2017 წლის 3-დან 9 ოქტომბრამდე, სამწუხაროდ ისევ თავიდან მოუწევთ რეგისტრაციის გავლა და ეს არ ჩაეთვლება ორჯერ რეგისტრაციაში.

როგორც ოფიციალურ საიტზე განმარტავენ ეს არ ყოფილა ჰაკერული შეტევა, რეგისტრაციის შეჩერება გამოიწვია კვალიფიციური ქვეყნის მიხედვით აპლიკანტთა წარუმატებელმა განაწილებამ.

ყველა სხვა მოთხოვნა რჩება უცვლელი.

წყარო

 


დაგვიკავშირდით

  • T: 568 15 15 09
  • E-mail: info@greencardgeo.ge
  • მის: ვაჟა ფშაველას 11ბ