დამატებითი ინფორმაცია:

 

1. აუცილებელია თქვენი სურათები იყოს შესაბამისი ზომების რაც არის მითითებული.


2. ანკეტები ჯობია შეავსებინოთ ამ საქმის პროფესიონალს, თქვენ რამე რომ შეგეშლეოთ ანკეტაში, ვეღარ წახვალთ ამერიკაში..


3. არ არის აუცილებელი იცოდეთ ინგლისური ენა.


4. თუ თქვენ მოიგეთ და თქვენთან ერთად ცოლმა, და ცოლს არ უნდა წამოსვლა, გადით გასაუბრებაზე მარტო თქვენ.


5. თუ გაქვთ მძიმე დანაშაული ჩადენილი – მაგ. მკვლელობა, ყაჩაღობა და ასე შემდეგ, 15 წელი არ გაგიშვებენ ამერიკაში ამ ვიზით.


6. თუ ხართ ნამყოფი რომელიმე ქვეყანაში 6 თვეზე მეტი – დაგჭირდებათ იმ ქვეყნიდან ნასამართლეობის ცნობა, მიდით ამ ქვეყნის საკონსულოში და მოგცემენ ცნობას.


7. ნასამართლეობის ცნობას იღებთ ქავთარაძის 5–ში, 1 კვირაში მოგცემენ უფასოდ, ვადა აქვს 2 კვირა, გასაუბრებამდე აიღეთ 3 კვირით ადრე.


8. ფინანსური მხარდაჭერა უნდა ჰქოდეთ – დადეთ 2–5 ათასი დოლარი ბანკში და აიღეთ ცნობა, შემდეგ კი მოხსნით თუ გსურთ ამ თნხას.


9. მამაკცაებს უნდა გქონდეთ სამხედრო ბილეთი ან მაგვარი საბუთი.


10. უნდა გქონდეთ სკოლის 11 კლასის ატესტატი ან დიპლომი.


11. დაბადების მოწმობა თუ გაქვთ ძველი, აიღეთ ახალი – მიდით სამოქალაქო რეესტრში "ჩვენს საპასპორტოში" და აიღეთ ახალი დაბადების მოწმობა 3 ლარად (თუ ხართ საქართველოში დაბადებული).


12. მიუტანეთ ასევე თქვენი მიმოწერა კენტუკის ცენტრთან.


13. საკონსულოში აგიღებენ თითების ანაბეჭდებს და შეგამოწმებენ – დააშავეთ თუ არა რამე ამერიკაში.


14. ამერიკის მოქალაქე შეგიძლიათ გახდეთ თუ ჩაეწერებით მათ ჯარში, თუ წახვალთ 6 თვე ამერიკის ჯარში.


15. 5 წელიწადში აიღებთ – ამერიკის მოქალაქოეობას, 6 თვეში თუ ამერიკის ჯარში წახვალთ.


16. წელიდადში 6 თვე მაინც უნდა გაჩერდეთ ამერიკაში ყოველ წელს 5 წლის განმავლობაში, მწვანე ბარათის შენარჩუნების გამო, შემდეგ გახდებით მოქალაქე და ეს შეზღუდვები მოგეხსნებათ.


17.  არ გაბედოთ ფიქტიური ქორწინების გაკეთება ვინმესთან, იმის გამო რომ ვინმე ამერიკაში გაიყოლოთ, დაკარგავ ფულს და ამერიკას ვერ ნახავთ ვერასდროს.


18. როცა თქვენ შეავსეთ ანკეტა მწვანე ბარათზე (და მაგ მომენტში არ გყავდათ ცოლი/ქმარი), მერე მოიგეთ მწვანე ბარათი და მერე მოიყვანეთ/გაყევით ცოლი/ქმარი, მაინც ჯობია რომ გახვიდეთ მარტო, ანუ ცოლი/ქმარი არ გაიყოლოთ გასაუბრებაზე, რადგან დიდი ალბათობით ვერც ერთი ვერ მიიღებთ მწვანე ბარათს, ჯობია აიღოთ მწვანე ბარათი თქვენ და მერე წაიყვანოთ ცოლი/ქმარი.


19. გასაუბრებაზე გადით მოწესრიგებული, ნორმალურად ჩაცმული.


20. გასაუბრებამდე სასურველია მიხვიდეთ და გადაიღოთ რენტგენი ფილტვებზე და შეამოწმოთ თქვენი თავი გაქვთ თუ არა ტუბერკულიოზი ან რამე ჩხირი, ასევე შეამოწმეთ თქვენი თავი სიფილისზე, ტუბერკულიოზზე, კეთრზე და შიდსზე, ჯობია იცოდეთ მანამდე სანამ გახვალთ გასაუბრებაზე და გადაიხდით იქ – 830 დოლარს და მანამდე კიდევ 200 დოლარს სამედიცინოს ფულს.


21. როგორც შეავსეთ ანკეტა და ვინც იყო იქ ჩაწერილი ისე გადით, არავინ დაამატოთ ახალი წევრი არც ცოლი/ქმარი.


22. უნდა იცოდეთ იმის სახელი, გვარი, ზუსტი მისამარტი, ტელეფონი, ვისთანაც ჩადიხართ ამერიკაში (ამერიკის მოქალაქე ან მწვანე ბარათის მფლობელი) ასეთის არსებობის შემთხვევაში.


23.  უვიზოდ იქნებით ამერიკაში და კანადაში, ევროპაში უვიზოთ ანუ მწვანე ბარათით ვერ იმოგზაურებთ, რადგან დაგჭირდებათ შენგენის ვიზა.


24. ამერიკული პასპორტით შეგილიათ იაროთ ყველგან, ევროპაშიც კი..


25. როცა გაქვთ მწვანე ბარათი შეგიძლია  ცოლი/ქმარი წაიყვანო ამერიკაში.


26. როცა გახდებით ამერიკის მოქალაქე შეგიძლიათ ამერიკაში წაიყვანოთ – ძმა, დაიკო, მამა, დედა და პატარა შვილებიც.


27. ამერიკის მოქალაქეობას როცა აიღებთ და გექნებათ ამერიკული პასპორტი – სხვა ქვეყნის პასპორტი არ უნდა გამოიყენოთ ამერიკის ტერიტორიაზე, ორმაგ მოქალაქეობას ამერიკა არ გიშლის.


28. აუცილებლად უნდა გადაიხადოთ იქ ნალოგები–გადასახადები, გმწვანე ბარათის შემთხვევაშიც.


29. ერიდეთ ღამე ქუჩაში სიარულს და კომფლიქტს პოლიციასთან, არ დაარღვიოთ კანონი თორემ  დაარეპორტებენ ამერიკიდან.


30. არ დააჭერინოთ თავი პოლიციას – ამას ყველაფერს უყურებენ.


31. თუ გადახვალთ სხვა ადგილზე საცხოვრებლად – აცნობეთ ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს.


32. შეგიძლიათ იქ ამერიკაში იაროთ უფასო ინგლისური ენების კურსებზე.


33. შეგიძლიათ იქ ამერიკაში აიყვანოთ ადვოკატი, ის დაგეხმარებათ იურიდიულ საკითხებში.


34. შეგიძლიათ გააკეთოთ ამერიკაში უფასო სამედიცინო დაზღვევა, დაზღვევა თუ არ გაქვთ ცუდია.


35. შეგიძლიათ იმუშაოთ კანადაშიც.


36. ნუ დაიჭერთ საქმეს გზააბნეულ ხალხთან.


37.  გასაუბრების შემდგომ, თქვენ თქვენს მისამართზე მოგიტანენ თქვენს ამერიკის ვიზიან პასპორტს 2–10 დღეში, ვიზა იქნება 6 თვიანი, DHL–ის ფოსტით გამოგიგზვნიან, ასევე პასპორტთან ერთად იქნება საბუთების–პაკეტი, რომელიც არ უნდა გახსნათ !!! არ გახსნათ ეგ პაკეტი, ეგ პაკეტი უნდა გახსნან ამერიკაში საიმიგრაციო სამსახურში !!! არ გახსნათ არავითარ შემთხვევაში.


38. გრინ კარტის აღება არ ნიშნავს იმას რომ თქვენ ამერიკაში მოგცემენ სახლს, ბინას, სამსახურს ან ფულს, გრინ კარტი არის იქ უვიზო ყოფნა და მუშაობის უფლება, ასევე 5 წლის მერე შეგიძლიათ გახდე ამერიკის მოქალაქე.


39. საკონსულოში ფიცს გადებინებენ – რომ რაც ანკეტებშია, ყველაფერი არის სიმართლე.


40. თუ ხართ ნარკომანი ან გაქვთ ტუბერკულიოზი და სიფილისი – არ გაგიშვებენ ამერიკაში.

 

მწვანე ბარათის გათამაშება


დაგვიკავშირდით

  • T: 568 15 15 09
  • E-mail: info@greencardgeo.ge
  • მის: ვაჟა ფშაველას 11ბ
  • (მეორე კვარტალი)