ამერიკაში მწვანე ბარათით ჩასული ქართველების მოწოდებული ინფორმაცია

 

1.

ჩემი ახლობელი წავიდა და ნიუ-ორკშია.... ბრუკლინში - ოთახი იქირავა - 450 დოლარად....
კარტა ჯერ არ მოუვიდა 20 დღეა იქ არის, წერილი მოუვიდა, რომ მალე მოგივათ გრინ კარტაო მისამართზე ნიუ-ორკში...

სამსახურები არისო - კარგია ენა თუ იციო.... 
ისე ენა თუ არ იცი - არი სამსახურები, სტამბებში - რაღაცეების მიტანა მოტანა - ჟურნალების და რაღაცეების დაწყობა და ასე შემდეგ. IT - სამსახურებიც არის.
უბრალო სამსახურში საათში გიხდიან - 9 დოლარს, ანუ 9 საათი მუშაობ და 81 დოლარს გააკეთებ დღეში - 22 სამუშაო დღე და გამოდის - 1782 დოლარი. 
მერე უკეთეს სამსახურს ნახავო....

სოლუშენი უნდა აიღო იქ და გრინ კარტი, ისე ვერ დაიწყებ მუშაობას, 1 თვე მაგას უნდა ელოდო როცა ჩახვალ იმ დღიდან, ანუ 1 თვე ვერ მუშაობ ჯერ...

როგორც მითხრა - თუ გრინ კარტი არ გაქვს ჯობია არ წამოხვიდეთ ამერიკაშიო, გრინ კარგის და ლეგალურად თუ არ იქნები - სამსახურს ვერ ნახავ, არავინ არ მიგიღებს მანდ სამსახურში.... ან იმუშავებ კაპიკებზე და ბოლოს გამოგაგდებენო...

80% ქართველი მანდ არის არალეგალურადო... და ზოგი პადვალში ცხოვრობსო..........


2.


ე.ი.
ბინებს რაც შეეხება:
დაუნთაუნები დაივიწყეთ ნიუ იორკ სიტიში. საშინლად ძვირია.
მე სადაც ვარ, ქონი აილენდისკენ, 1 ბედრუმიანს (ანუ საბჭოურად 2 ოთახიანი) დაახლოებით $1000-1200.
სტუდიოს (1 ოთახში რომ ყველაფერია) - $800-1000.
ვიღაცას წილში რომ ჩაუჯდე 1 ბედრუმიანში - $500-600.
ნიუ იორკი მაგ თვალსაზრისით მაგარი ცუდია.
+ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, პატარა მაღაზიები (დელი) ყოველ კუთხეში, რუსული, უკრაინული და ა.შ. პროდუქტები (ყველაფერია, შენ ოღონდ ფული გქონდეს)
- სიბინძურე, ფასები და სერიოზული კორუფცია. და კიდევ - ებრაელები
(როგორც ბორატი ამბობს  კაზახსტანში 3 პრობლემა გვაქვსო: ეკონომიკური, სოციოლოგიური და ებრაელები :ლოლ

სსნ კარგია ასეთი პოპულარობით რომ სარგებლობს მაგრამ ამასთან ერთად ჯობია მართვის მოწმობა აიღოთ (ან უარეს შემთხვევაში უბრალო ფოტო აიდი), რადგანაც აქ ჩვევენებური "პირადობის მოწმობის" ფუნქცია აქვს.
ხოდა ასე...


3.

 

ესეიგი აქედან გავფრინდი 8-ზე და კიევში ჩავიდა 10-ზე, შემდეგ 4 საათი ველოდებოდი შემდეგ რეისს. კიევიდან კენედის აეროპორტამდე 10 საათამდე მოუნდა ფრენას. მერე თვითმფრინავში მოგცემენ ბლანკს, რომელიც უნდა შეავსოთ, მარტივია სახელი, გვარი, მისამართი სად ჩადიხართ და რაღაც შეკითხვებია რომელზეც თითქმის ყველამ ჩემი ჩათვლით NO აღნიშნა. როცა თვითმპრინავი დაჯდება და აეროპორთში შეხვალთ (ამერიკაში) იქ წერია citizen, green card holder, visa. visa სადაც ეწერა მივედი მანდ ( თუ არ იცით არაა პრობლლემა) ყვითელ კონვერტს გახსნის ოფიცერი, განახებთ მისამართს რომელიც მითითებული გაქვთ და გეტყვით ესაა მისამართი, რომელზეც გრინ კარტა უნდა მოგივიდეთო. მერე ვებ კამერით სურათს გადაგიღებთ, ანაბეჭდებს აგიღებთ და გეტყვით შიგნით შედით და მე-4 განყოფილებასთან მიდითო. იქ მიხვალთთ 2 ადამიანია 1-ს ჩააბარებთ საბუთებს (საც ის ოფიცერი დაგიბრუნებთ) მერე თქვენს გავარს გამოაცხადებენ მიხვალთ და ხელს მოგაწერინებენ და საჩვენებელ თითზე ანაბეჭდს აგიღენებ. მერე ბარგს აიღებთ და იალაააა  აუ სიგარეტს თავი ნაანებეთ დღეს სიგარეტში და ზაჯიკალკაში 13$ დამეხარჯა. 20$ მატყუებდა და მივაკაჩავე  მგონი ნორმანულად ავხსენი გავრბივარ ეხლა და .... ენაზე არ ინერვიულოთ მუნჯი რომ იყო მაინც გამოგივა ამ შემთხვევაში ყველფერი. დღეს ვინც ვნახე 80-85% ჩინელი იყო

 

 


მწვანე ბარათის გათამაშება

დაგვიკავშირდით

  • T: 568 15 15 09
  • E-mail: info@greencardgeo.ge
  • მის: ვაჟა ფშაველას 11ბ
  • (მეორე კვარტალი)

 

 

 

info@greencardgeo.ge