📢 2019 წელს მწვანე ბარათის რეგისტრაცია დაიწყო 3 ოქტომბერს და დასრულდება 6 ნოემბერს

 

გადამოწმების ინსტრუქცია იხილეთ აქ

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

რეგისტრაციისთვის საჭიროა იცოდეთ:


წლევანდელი ახალი მოთხოვნა: მხოლოდ გამთამაშებელს ევალება იქონიოს უცხოური პასპორტი. მსურველებს გირჩევთ შეიტანოთ მოთხოვნა პასპორტის აღებაზე, რომ მოასწროთ გათამაშებაში მონაწილეობა. შესაძლოა ეს მოთხოვნა ბევრმა ვერ შეასრულოს, ამოტომ მონაწილეთა რაოდენობა წელს მკვეთრად შემციბა რაც გაზრდის მოთამაშეების მოგების ალბათობას.

 

- 2017 წლის გათამაშებისას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით საქართველოს 886 მოქალაქემ მოიგო "გრინ ქარდი"!

- 2018 წლის გათამაშებისას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით საქართველოს 1195 მოქალაქემ მოიგო "გრინ ქარდი"!

 

ვის შეუძლია გათამაშებაში მონაწილობა

"გრიინ ქარდის" გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პიროვნებას 18 წლიდან;
თუ პიროვნება კანონიერ ქორწინებაშია (ხელი აქვს მოწერილი), თან უნდა მოიყვანოს მეუღლე და დაუქორწინებელი შვილები 21 წლამდე. მათი მოსვლა სავალდებულოა მხოლოდ სურათის გადასაღებად, არა აქვს მნიშვნელობა ისინი წავლენ მოგების შემთხვევაში ამერიკაში თუ არა. შვილებში მოიაზრება საკუთარი ბიოლოგიური შვილები, ნაშვილები შვილები, ასევე გერები, მეუღლის შვილები (მიმდინარე და წინა ქორწინებებიდანაც). თუ რომელიმე ოჯახის წევრი ვერ ახერხებს მოსვლას, მაშინ თან იქონიეთ მისი სურათი

აპლიკაციის შევსების პირობები:

ერთ მონაწილეს უფლება აქვს მხოლოდ ერთხელ დარეგისტრირდეს. იმ შემთხვევაში თუ გაგზავნილი იქნება ერთზე მეტი განცხადება ერთი პიროვნებისაგან, ყველა განცხადება იქნება დისკვალიფიცირებული (გაუქმებული). მეუღლეებს აქვთ ორმაგი შანსი, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე რეგისტრაცია და ერთ-ერთის მოგების შემთხვევაში წაიყვანოს მეორეც.

განცხადება იქნება ლიკვიდირებული, თუ მონაწილის (ან მისი ერთ-ერთი ოჯახის წევრის) ინფორმაცია ან ფოტო განცხადებასთან ერთად არ იქნა გაგზავნილი;

განცხადება იქნება ლიკვიდირებული, თუ იქნება შეცდომები აპლიკაციაში, განსაკუთრებით საყურადღებოა შემდეგი ასოები: წ, ჩ, ძ, ჯ, ჟ, ყ, შ.

თუ გაგზავნილი ფოტოები ზუსტად არ აკმაყოფილებენ გადაღების ან მისი დამუშავების ფორმატს, განცხადება იქნება ლიკვიდირებული. სწორად გადაღებული სურათების ვარიანტები ნახეთ ჩვენს ვებ გვერდზე .

(ჩვენ ვიღებეთ შესაბამის ფოტოებს რომელიც დაგიჯდებათ 5 ლარი)

სწორად გადაღების გარდა სურათები უნდა ჯდებოდეს მკაცრად განსაზღვრულ პარამეტრებში.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ჩვენთან აპლიკაციის შევსება შესაძლებელია შემდეგი ფორმებით


შეგიძლიათ მობრძნადეთ ჩვენთან ოფისში, ადგილზე გადაგიღებთ ფოტოს და დაგარეგისტრირებთ. თქვენ გადმოგეცემათ რეგისტრაციის დროს მონიჭებული Confirmation Number (მონაწილის რეგისტრაციის ნომერი) ამობეჭდილი ვერსია.

ერთი აპლიკაციის ღირებულება: 20 ლარი +ფოტოს გადაღება 5 ლარი (თუ ორ ბავშვზე მეტია ემატება 10 ლარი, ყოველ მომდევნო ბავშვზე)


ქვენ ასევე შეგიძლიათ ანკეტის შევსება ონლაინ რეჟიმში.

ამისათვის შეავსეთ ჩვენი ონლაინ ფორმა და დააჭირეთ ღილაკს "გაგზავნას".  თანხას რიცხავთ კომპანიის საბანკო ანგარიშზე (იხილეთ ჩვენი საბანკო ანგარიშ), დარეგისტრირების შემდეგ გადმოგიგზავნით რეგისტრაციის დროს მონიჭებული Confirmation Number (მონაწილის რეგისტრაციის ნომერი) რომელიც გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.

შევსებულ აპლიკაციასთან ერთად გვიგზავნით თითოეული მონაწილის ფოტოს ( არაა საჭირო ფოტო იყოს ზომებში, მთავარია იყოს წელს ზემოთ, ხარისხიანი და ზომებში ჩვენ ამოვიღებთ).

ერთი აპლიკაციის ღირებულება: 20 ლარი (თუ ორბ ბავშვზე მეტია ემატება 10 ლარი, ყოველ მომდევნო ბავშვზე)


ასევე შეგიძლიათ გამოიძახოთ ჩვენი აგენტი (თუ შესავსები გაქვთ მინიმუმ ორი ანკეტა), რომელიც მობრძანდება თქვენთან სახლში, გადაგიღებთ ფოტოს დაგარეგისტრირებთ და გადმოგცემთ კოდს რომელიც მონაწილეობას მიიღებს გათამაშებაში.

ერთი აპლიკაციის ღირებულება: 40 ლარი


 

თუ გადაწყვეთ რომ ჩვენთან მობრძანდეთ ოფისში აუცილებელია თან იქონიოთ:

1. საზღვარგარეთის პასპორტი ან პასპორტის ასლი..

საჭირო ინფორმაცია:

1. გვარი, სახელი, პასპორტის ნომერი
2. დაბადების წელი/თვე/რიცხვი
3. დაბადების ადგილი/ ქალაქი, რეგიონი, ქვეყანა.
4. საცხოვრებელი მისამართი, საფოსტო ინდექსი (საფოსტო ინდექსის დადგენას ადგილზეც შევძლებთ).
5. ტელეფონის ნომერი
6. ელ-ფოსტის მისამართი
7. განათლება
8. ოჯახური მდგომარეობა


დაოჯახებულთათვის:

1. მეუღლის: გვარი, სახელი
2. დაბადების წელი, თვე, რიცხვი.
3. დაბადების ადგილი / ქალაქი, რეგიონი. ქვეყანა/
4. ფოტო (გადავიღებთ ადგილზე)

21 წლამდე ასაკის დასაქორწინებელი შვილის /შვილების/ :

1. გვარი, სახელი
2. დაბადების წელი, თვე , რიცხვი
3. დაბადების ადგილი/ ქალაქი, რეგიონი, ქვეყანა/
4.
ფოტო (გადავიღებთ ადგილზე)


 ყურადღება:

თუ თქვენ ნამდვილად გსურთ ამერიკაში გამგზავრება და გსურთ მწვანე ბარათის მოგების შანსი გაგეზარდოთ, ენდეთ ჩვენ 8 წლიან გამოცდილებას. ჩვენ შეგივსებთ წესების სრული დაცვით.

 


 

მწვანე ბარათი -permanent resident card ეს არის დოკუმენტი რომელიც გაძლევთ უფლებას მუდმივად იცხოვროთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. მწვანე ბარათის მიღება შეგიძლიათ სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის გათამაშებაში მოგებით. გათამაშება ოფიციალურად იმართება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წელიწადში ერთხელ, რომელიც გახლავთ უფასო (ჩვენი დამხარებით 20 ლარი). გათამაშების მიზანია აქტიური ემიგრანტების მოზიდვა და აშშ-ს მოსახლეობის მრავალეთნიკურობის შენარჩუნება. ყოველ წლიურად აშშ-ს მთავრობა ათამაშებს 50 000 Green Card–ს მთელი მსოფლიოს მაშტაბით (რამდენიმე სახელმწიფოს გამოკლებით).

 

დაგვიკავშირდით:                                             დაკავშირება ონლაინ რეჟიმში:

T: 568 15 15 09, 593415040             მოგვწერეთ მესენჯერში m.me/169978553559351

E-mail: info@greencardgeo.ge                                                              facebook:     facebook.com/page
    მისამართი: ვაჟა-ფშაველას 11ბ (მეორე კვარტალი)

 


 

დაგვიკავშირდით

  • T:  568 15 15 09
  • E-mail: info@greencardgeo.ge
  • მის: ვაჟა ფშაველას 11ბ